
პოლიტიკა
2019-06-21 16:13:43
ფრენკ ფალონმა სომხეთ-აშშ ურთიერთობების 100 წლისთავთან დაკავშირებით ორმხრივი რეზოლუცია წარმოადგინა კონგრესის წინაშე

ეკონომიკა
2019-06-21 15:00:59
სომხეთი, დამაკავშირებელი რგოლი საზღვარგარეთულ სტარტაპებსა და სილიკონის დაბლობს შორის: მინისტრი არშაკიანი იძლევა ახსნა-განმარტებას ახალი პროგრამის ირგვლივ

პოლიტიკა
2019-06-21 12:30:35
შუამდგომლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
2019-06-21 12:30:35
პოლიტიკა
შუამდგომლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გამოაქვეყნეს განცხადება ვაშინგტონში ა.წ. 20 ივნისს სრ საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრის შედეგებზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ განხილული იქნა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ძირითადი საკითხები.
2019-06-21 11:55:45
პოლიტიკა
დაიწყო სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების განხორციელება
სომხეთის ეროვნული კრების ევროპასთან ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრები შეხვდნენ ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრ კანონმდებლობის დაახლოების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელ ილმარს სოლიმს და ექსპერტთა გუნდს.
2019-06-21 10:00:07
საერთაშორისო
სერგეი გავრილოვი - სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი გამოცემა „კომერსანტთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას განმარტავს. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.
მისი თქმით, მას ზუსტად ამ ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს.
„ამ საკითხზე ყველაფერი გარკვეული იყო. სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები“, – აცხადებს გავრილოვი და აღნიშნავს, რომ პროტოკოლის თანახმად, ამ ადგილს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე იკავებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თავად ის.
სერგეი გავრილოვის თქმით, მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა საბერძნეთშიც, ლიბანსადა სხვა ქვეყნებშიც.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშავო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ; სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”, – აცხადებს გავრილოვი.
2019-06-21 09:00:15
საერთაშორისო
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, აუწყებს პირველი არხი.
როგორც „ბიბისი” წერს, რუსი კანონმდებლის მიერ პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსრატაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.
„მათი შეჩერება სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შეძლო”, – წერს „ბიბისი” და აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა.
აქვე აღნიშნულია, რომ 10 ათასამდე აქციის მონაწილე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლის კობახიძესა და სხვა მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოუწოდებენ. „ბიბისის” მოჰყავს ასევე „ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას ციტატა, რომ აქცია პარლამენტის წინ „რიგითი ქართველების მიერ სპონტანური პროტესტი“ იყო.
2019-06-20 15:30:09
ეკონომიკა
სომხეთში მოსამართლეების ხელფასების გაზრდას აპირებენ, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯზე. პრემიერ-მინისტრის განცხადება
სომხეთში შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა რეალურად, მოსამართლეებისათვის ხელფასების 5-6 ჯერ გაზრდის გარეშე. ამის შესახებ პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების დებატებისას თავის შემაჯამებელ გამოსვლაში განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
2019-06-20 14:00:08
საერთაშორისო
"აქ არ დაჯდება!" - ელენე ხოშტარიამ გავრილოვს დღის წესრიგის განრიგი დაუხია და გადაყარა
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, ამის შესახებ აუწყებს რეზონანსი.
„ევროპული საქართველოს“ წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია ტრიბუნაზე ავიდა და განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს არ მისცემენ უფლებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდეს.
მან რუს დეპუტატს სავარაუდოდ დღის წესრიგის განრიგი დაუხია და გადაყარა.