
საერთაშორისო
2019-06-21 10:00:07
სერგეი გავრილოვი - სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები

საერთაშორისო
2019-06-21 09:00:15
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საერთაშორისო
2019-06-20 14:00:08
"აქ არ დაჯდება!" - ელენე ხოშტარიამ გავრილოვს დღის წესრიგის განრიგი დაუხია და გადაყარა
2019-06-21 10:00:07
საერთაშორისო
სერგეი გავრილოვი - სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი გამოცემა „კომერსანტთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას განმარტავს. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.
მისი თქმით, მას ზუსტად ამ ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს.
„ამ საკითხზე ყველაფერი გარკვეული იყო. სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები“, – აცხადებს გავრილოვი და აღნიშნავს, რომ პროტოკოლის თანახმად, ამ ადგილს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე იკავებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თავად ის.
სერგეი გავრილოვის თქმით, მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა საბერძნეთშიც, ლიბანსადა სხვა ქვეყნებშიც.
„რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშავო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ; სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”, – აცხადებს გავრილოვი.
2019-06-21 09:00:15
საერთაშორისო
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, აუწყებს პირველი არხი.
როგორც „ბიბისი” წერს, რუსი კანონმდებლის მიერ პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსრატაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.
„მათი შეჩერება სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შეძლო”, – წერს „ბიბისი” და აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა.
აქვე აღნიშნულია, რომ 10 ათასამდე აქციის მონაწილე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლის კობახიძესა და სხვა მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოუწოდებენ. „ბიბისის” მოჰყავს ასევე „ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას ციტატა, რომ აქცია პარლამენტის წინ „რიგითი ქართველების მიერ სპონტანური პროტესტი“ იყო.
2019-06-20 14:00:08
საერთაშორისო
"აქ არ დაჯდება!" - ელენე ხოშტარიამ გავრილოვს დღის წესრიგის განრიგი დაუხია და გადაყარა
საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, ამის შესახებ აუწყებს რეზონანსი.
„ევროპული საქართველოს“ წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია ტრიბუნაზე ავიდა და განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს არ მისცემენ უფლებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდეს.
მან რუს დეპუტატს სავარაუდოდ დღის წესრიგის განრიგი დაუხია და გადაყარა.
2019-06-20 13:00:04
საერთაშორისო
არჩილ თალაკვაძე - რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ
რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, აუწყებს პირველი არხი .
„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
2019-06-20 12:35:37
საერთაშორისო
აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს წყალი შეასხა
სად არის აფხაზეთი, სად არის სამაჩაბლო, გაეთრიეთ ამ ქვეყნიდან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ რუს დეპუტატებს, რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობენ. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი.
ბობოხიძემ პროტესტის ნიშნად მათ წყალი შეასხა.
„ევროპული საქართველოს“ წევრები საქართველოში სესიის ჩატარებას, ასევე სესიაში მონაწილეობის მიზნით ორგანიზაციის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და მის მიერ სესიის პარლამენტის სპიკერის ადგილიდან წაყვანას აპროტესტებენ.
2019-06-19 13:00:09
საერთაშორისო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა. ეროვნული კრების ოთხი დეპუტატი ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით თბილისში გაემგზავრა
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად, 2019 წლის 19-23 ივნისს თბილისში (საქართველო) მივლინებით გაემგზავრა სომხეთის ეროვნული კრების დელეგაცია.
2019-06-19 09:00:46
საერთაშორისო
სრ პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ლე ბურჟეში დაესწრება პარიზის საერთაშორისო საავიაციო გამოფენას
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. იგი ლე ბურჟეში დაესწრება პარიზის საერთაშორისო საავიაციო გამოფენას (The International Paris Air Show):
2019-06-18 12:31:37
საერთაშორისო
საქართველოს საგარეო უწყება - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიხედვით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორია
აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის (NDAA FY20) საკუთარი ვერსია გამოაქვეყნა.
2019-06-18 12:20:24
საერთაშორისო
სერგეენკო გადადგომას ადასტურებს
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ, აუწყებს ნეტგაზეთი.
“ჩვენ დღეს პრემიერთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მას ბევრი შემფასებელი ჰყავს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით… ვფიქრობ, რომ დღეს, ყველაფერს ცასლსახა პასუხი გაეცემა,“- ამბობს სერგეენკო.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მან ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.
2019-06-13 11:30:39
საერთაშორისო
დელეგაცია სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის ხელმძღვანელობით შეხვდა შვედეთის საგარეო სფეროს მინისტრებს
სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრ პიტერ ერიკსონს შეხვდა.
სომხეთის ეროვნული კრების უწყებით არარატ მირზოიანმა მაღალი შეფასება მისცა შვედეთის გადაწყვეტილებას, გადახედოს თავის წინა პოლიტიკას და გადავიდეს სომხეთთან ორმხრივი პროგრამების ფორმატში.
2019-06-13 08:00:08
საერთაშორისო
საგარეო უწყება - ისრაელში ქართველების მასობრივ დაკავებას ადგილი არ ჰქონია
პირველი არხი იტყობინება, რომ ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას.