Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა
2019-04-03 12:14:23

საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ქურდობისა და ნარკოტიკებისთვის არის დაპატიმრებული

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველო კვლავ რჩება იმ ქვეყნების სიაში, სადაც პატიმრების რაოდენობის მაჩვენებელი მაღალია, ნათქვამია ევროპის საბჭოს ბოლო მოხსენებაში 2018 წლის სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ (SPACE).

დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის ბოლოს საქართველოში დარეგისტრირდა 9,4 ათასი ადამიანი, რომლებიც სასჯელს საპატიმროები იხდიან. ამგვარად, ქვეყნის ყოველ 100 ათას მცხოვრებზე მოდის 252,2 პატიმარი. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებელზე 1,6%-ით ნაკლებია. მაშინ 100 ათას მცხოვრებზე 256,3 პატიმარი მოდიოდა.

უმეტეს შემთხვევებში პატიმრები გასამართლებული არიან ქურდობასთან (54,6%), ნარკოტიკებთან (34,1%), მკვლელობასთან (15,3%), თავდასხმებთან და ცემასთან (15,1%) და ძარცვასთან (7,2%) დაკავშირებული დანაშაულისთვის.

პატიმართა შორის 97,1% მამაკაცია და 2,9% - ქალი. საშუალო ასაკია 36,6 წელი.

მოხსენების თანახმად, ევროპის ციხეებში პატიმართა რაოდენობა 2016-2018 წლების პერიოდში 6,6%-ით (109,7-დან 102,5 პატიმრამდე ყოველ 100 ათას მცხოვრებზე) შემცირდა.

ეს შემცირება აგრძელებს 2012 წელს დაწყებულ ტენდენციას, როდესაც პატიმრობის დონემ, ანუ მაჩვენებელმა, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს პატიმრობის ხანგრძლივობას, შემცირება დაიწყო", - აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

ამასთან, სასამართლომდე პატიმრობაში მყოფი პირების რაოდენობა 17,4%-დან 22,4%-მდე გაიზარდა.

საქართველოს გარდა, პატიმრების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ფიქსირდება რუსეთში (418,3 პატიმარი ყოველ 100 ათას მცხოვრებზე), აზერბაიჯანში (235), ლიტვაში (234,9), მოლდოვაში (215,2), ჩეხეთში (208,8).

პატიმრების რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა რუმინეთში (-16%), ბულგარეთში (-15%), ნორვეგიაში (-11,6), ფინეთში (-9,9%) და ჩრდილოეთ მაკედონიაში (-9.7%), რომელსაც მოსდევს სომხეთი (-8,7%).

მეორე მხრივ, პატიმრობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაიზარდა ისლანდიაში (+25,4%), იტალიაში (+7,5%), ნიდერლანდებში (+5,9%,) დანიაში (+5,8%) და მონტენეგროში (+5,5%).