Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისის აეროპორტი კვლავ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ნუსხაში მოხვდა
2019-03-29 09:25:15

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ზედიზედ მეექვსედ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში მოხვდა, ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

საუკეთესო აეროპორტები ლონდონში 27 მარტს, ღონისძიებაზე Skytrax World Airport Awards 2019 გამოავლინეს. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა აღმოსავლეთ ევროპის ათი საუკეთესო აეროპორტი. თბილისის გარდა, ათეულში არიან ბუდაპეშტის, ტალინის, კიევი -ბორისპოლის, ბუქარესტის, ბელგრადის, ბრატისლავის, რიგის, ზაგრებისა და სოფიის აეროპორტები.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს. World Airport Awards მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობა.

TAV-Georgia - თურქული კომპანიაა, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. ის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და 2027 წლამდე გააგრძელებს.