Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა
2019-03-27 11:27:24

ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა.

შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელი უკვე მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ძალაში 25 მარტს შევიდა.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები) განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია", – ნათქვამია დადგენილებაში.

ისტორიული წყაროებით, ხორბალი საქართველოში ჯერ კიდევ ნეოლითისა და ადრებრინჯაოს პერიოდებიდან არის ცნობილი, როცა საქართველოში ხორბალთან ერთად უკვე ითესებოდა ქერი, ფეტვისნაირები, საზეთე-ბოჭკოვანი კულტურები, მოშენებული იყო ვაზი და ხეხილი. არქეოლოგიური მონაცემებით, ხორბლის კარბონიზებული მარცვლები აღმოჩენილია ძვ..აღ. VI-IV ათასწლეულის ძეგლებზე (არუხლო, ხრამის გორა, შულავერი, ჩიხორი, ხელთუბანი). მიწათმოქმედების პირველი ნიმუშები თარიღდება მეზოლითის პერიოდით.

აღსანიშნავია, რომ ქართული ხორბალი ხორბლის სხვა სახეობებისგან გამოირჩევა მთელი რიგი თვისებებით, რაც მათ განსაკუთრებულ სელექციურ ღირებულებას ანიჭებს. ქართული სახეობები გამოირჩევა სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი კომპლექსური იმუნიტეტით, გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარით, პურცხობის და სხვ. საუკეთესო თვისებებით.

სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 12 სახეობის სამშობლოა წინა აზია, ხოლო 8 სახეობა წარმოიშვა სამხრეთ კავკასიიდან. მათგან 5 საქართველოს ენდემია: Triticum macha, Triticum timopheevii, Triticum carthlicum, Triticum Zhukovskyi, Triticum georgicum (=T.palaeo-colchicum).

სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში.

ხორბლის ენდემური სახეობებისა და ფორმების სიმრავლით საქართველოს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.