Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
Mercer-ის კვლევა: თბილისი ცხოვრების დონით აზერბაიჯანს უსწრებს
2019-03-19 15:59:24

კვლევის თანახმად, ცხოვრების ხარისხით საუკეთესო ქალაქებს შორის დასახელდა ვენა, ციურიხი, ვანკუვერი, მიუნხენი და ოკლენდი.

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანია Mercer-მა ცხოვრების დონის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების რეიტინგი წარმოადგინა, რომელშიც საქართველო 187- ადგილზეა.

მეზობელი ქვეყნებიდან თბილისმა მხოლოდ აზერბაიჯანი (195) ჩამოიტოვა. სტამბული 130- ადგილზეა, მოსკოვი 167-, ხოლო ერევანი 170- ადგილზე აღმოჩნდა.

კვლევის თანახმად, ცხოვრების ხარისხით საუკეთესო ქალაქებს შორის დასახელდა ვენა, ციურიხი, ვანკუვერი, მიუნხენი და ოკლენდი. ცხოვრების დონით ყველაზე ცუდ ქვეყნებს შორის კი აღმოჩნდა ბაღდადი, ბანგი, სანა, პორტ--პრენსი და ხარტუმი.

რეიტინგში სულ 231 ქვეყანა აღმოჩნდა.

Mercer-ის რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველია და ყოველწლიურად დგება ტრანსნაციონალური კომპანიებისა და სხვა დამსაქმებლებისთვის, რათა მათ შეძლონ სამართლიანად გასცენ კომპენსაცია საერთაშორისო მივლენებებში წარგზავნილ თანამშრომლებზე. კომპანია საერთაშორისო დონეზე 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. მისი შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს.