Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთისათვის უპირველესია არცახის სტატუსი
2019-02-05 14:32:11

სომხეთს მრავალჯერ ულაპარაკია არცახის კონფლიქტთან დაკავშირებით მისი პოზიციების  შესახებ, სომხეთისათვის უმნიშვნელოვანესია  არცახის სტატუსი და მისი უსაფრთხოება. ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს  სპიკერმა ანნა  ნაღდალიანმა.  
„მოლაპარაკებაში დადებითი შედეგის მიღწევისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნას, მათ შორის ურთიერთნდობისა და უსაფრთხოების მექანიზმის განმტკიცების საქმეს, რაც თავის მხრივ მოიცავს რისკების შემცირებას და აგრესიული რიტორიკის შეწყვეტას“-აღნიშნა მან.
რაც შეეხება იმას, რომ პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი განცხადების შემდეგ ნამდვილად შეცვალა თუ არა სომხეთმა პრინციპები, ნაღდალიანმა უპასუხა, რომ სომხეთმა პირველი დღიდანვე აღინიშნა ზემოთმოხსენიებული პრინციპები და განსაკუთრებით ის, რომ არცახს გადამწყვეტი ხმის უფლება უნდა ჰქონდეს რეალური და ხანგრძლივი დარეგულირების პროცესში.  როგორც ნაღდალიანმა თქვა „ ეს ძირითადი მოთხოვნაა, რომელიც წარედგინება, როგორც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, ისევე აზერბაიჯანის მხარეს“.