Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„სომხეთი პასუხს არ გასცემს მთიანი ყარაბაღის საკითხში ურთიერთდათმობებზე კითხვას, სანამ აზერბაიჯანს პასუხი არ გაუცია“: ნიკოლ ფაშინიანი
2019-02-01 10:29:34

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გერმანიის ქალაქ კიოლნში  შეხვდა ადგილობრივი სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს.
მე ეროვნული კრების ტრიბუნიდან რამდენჯერმე  ვთქვი, რომ რატომ გვეკითხებიან ურთიერთადთმობების შესახებ. ვინ თქვა, რომ ამ კითხვაზე პირველებმა ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი? რატომ არ მიმართავენ მსგავსი კითხვით აზერბაიჯანს? მე, როგორც ეს მრავალჯერ მითქვამს, კვლავ ვიმეორებ, ამ კითხვას პასუხს არ გავცემთ მანამ, სანამ აზერბაიჯანი არ უპასუხებს“.

პრემიერმინისტრი შეეხო სოციალურ ქსელებსა და პრესაში ხშირად გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს სომხეთზე მიმდინარეობს ზეწოლა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით. „ ე ერთხელ მოვიწვიე ჩემთან საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ვუთხარი, იქნებ მართლა არსებობს რაიმე ზეწოლა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ კი ვერ ვგრძნობთ-მეთქი. ისეთი შეხედულება იქმნება, თითქოს  ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, ყველაზე დეზინფორმირებული ნაწილი ჩვენ ვართ“,- იხუმრა პრემიერმინისტრმა  და აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება.