Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვიცე პრემიერ-მინისტრი მჰერ გრიგორიანი, შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლებს
2019-01-31 13:06:51

ვიცე პრემიერ-მინისტრ მჰერ გრიგორიანს შეხვედრა ჰქონდა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის  სომხეთთან პარტნიორობის საკითხებით სამმართველოს ხელმძღვანელ ვასილის მარაგოსთან, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელ რიჩარდ თიბელსთან და სრ–ში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ, ელჩ პიოტრ სვიტალსკისთან.

ვიცე პრემიერ-მინისტრმა სრ რეფორმების დღის წესრიგში პრიორიტეტებად გამოყო ინფრასტრუქტურა, ადამიანური კაპიტალი, მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა და ვაჭრობა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სფეროებში ევროკავშირთან თანამშრომლობა გაღრმავდება და გაფართოვდება, რაც ხელს შეუწყობს  აღნიშნული რეფორმების განხორციელებას.

მხარეებმა შეათანხმეს როგორც სამეზობლო და გაფართოებული პარტნიორობის თანამშრომლობაზე მიმართული, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობით განსახორციელებელი პროექტების შემდგომი ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი პროექტების ძირითადი მიმართულებები.