Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველომ „კარგი ქვეყნების“ რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო
2019-01-25 10:56:48

მსოფლიოში ყველაზეკარგი ქვეყნებიაფინეთი, ირლანდია, შვედეთი, გერმანია და დანია.

"სპუტნიკი საქართელოს" ინფორმაციით საქართველომკარგი ქვეყნების" (The Good Country Index) რეიტინგში, რომელშიც 153 სახელმწიფოა შესული, 39- ადგილი დაიკავა.

კვლევა ჩატარდა გაეროს, იუნისეფის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით.

კარგი ქვეყნების ინდექსის იდეა მარტივია: გაიზომოს პლანეტაზე თითოეული ქვეყანა რამდენად უწყობს ხელს კაცობრიობის კეთილდღეობას. გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემების ფართო სპექტრის გამოყენებით ჩვენ ვსაზღვრავთ თითოეული ქვეყნის ბალანს, რათა ნათლად ვაჩვენოთ, მოაქვს თუ არა ქვეყანას სარგებელი კაცობრიობისთვის, პლანეტისთვის ტვირთია თუ რაღაც შუალედი", – ნათქვამია რეიტინგის ვებ-გვერდზე.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო აშშ-, რუსეთს, საბერძნეთს, სომხეთს, ისრაელს, თურქეთს, აზერბაიჯანს და სხვა ქვეყნებს. ყველაზე დიდი ქულა საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისა და ღია ვაჭრობისთვის მიიღო.

რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია, საუკეთესო ხუთეულში ასევე შევიდნენ ირლანდია, შვედეთი, გერმანია და დანია.

რეიტინგის აუტსაიდერებს შორის კი მოხვდნენ სურინამი, მავრიტანია, იემენი, ლიბანი და ერაყი.