Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასება ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ
2019-01-23 15:28:29

2018 წლის დეკემბერში სომხეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დროს გათვალისწინებული იყო ადამიანის ძირითადი უფლებები და არჩევნები ფართო საზოგადოების ნდობით სარგებლობდა. ამის შესახებ ნათქვამიევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ ამ ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში. როგორც წესი, ანგარიშში დეტალურადაა განხილული წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდ, ასევე, არჩევნების დღე, სადაც დასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი.

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული აქცენტები ეხება არჩევნებამდე მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმებ, რომლებმაც შესაძლებელი გახადა საარჩევნო დარღვევების თაობაზე  სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ასვე გაუქმებული იქნა შეზღუდვები არჩევნებში მონაწილე ჟურნალისტების აკრედიტაციის პროცესში.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, ქაც გადაწონა დადებითმა შეფასებამ, ადასტურებს, რომ არჩევნებში აშკარა პროგრესი დაფიქსირდა. კერძოდ, ანგარიშში ხაზგასმულია წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ძალებისათვის გამოყოფილი აგიტაციის თანაბარი შესაძლებლობები.

არჩევნების დღის ანგარიში პარალელია გავლებული 1995 წლიდან დღემდე სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს შორის, განცხადებულია, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად არ დაფიქსირებულა ხშირი საარჩევნო დარღვევები. ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღემ მშვიდად და მშვიდობიანად ჩაიარა.

არჩევნების შემდგომი პერიოდის აქცენტებში, როგორც დადებითი ფაქტორი, ძირითადად აღნიშნულია ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნება, ხმების შესყიდვის ნებისმიერი მცდელობის მკაცრი გამოკვლევა და დასჯა.

რაც შეეხება ანგარიშში შეტანილ საარჩევნო პროცესის ხარვეზებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძირითადად ტექნიკური და კერძო ხასიათისაა.