Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ექსპერტები შეეხნენ ბაქოში სომეხთა ჟლეტის საკითხებს
2019-01-21 14:32:26

1990 წლის 13-19 იანვარს სომეხთა მიმართ  ბაქოში  მასობრივი ჟლეტა განხორციელდა იმდროინდელი აზერბაიჯანისა და საბჭოთა კავშირის მმართველი წრეების მიერ. ამის შესახებ  აღნიშნა ბაქოს ჟლეტის 29-ე წლისთავთან დაკავშირებული დებატებისას  პოლიტოლოგმა ჰრანტ მელიქ-შაჰნაზარიანმა.

 „ბაქოს სომეხთა ჟლეტა 1988 წელს სუმგაითში მომხდარი სისხლიანი შემთხვევების გაგრძელება იყო. სამწუხაროდ იმ დროს ისეთი სიტუაცია შეიქმნა,  რომ ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელი იყო, არ ხერხდებოდა ინფორმაციის მიღება ჩვენი თანამემამულეების შესახებ.  ყოველ შემთხვევისათვის 30 წლის შემდეგაც ახალ-ახალი ფაქტები ხდება ცნობილი, რომლებიც მხოლოდ ადასტურებენ ბაქოს დანაშაულებრივ ქმედებას,“ - ხაზი გაუსვა პოლიტოლოგმა.
როგორც  პროექტ   “ჩვეულებრივი გენოციდის“  ხელმძღვანელმა მარინა გრიგორიანმა აღნიშნა  „ჩვენ აღმოვაჩინეთ საარქივო  დოკუმენტაცია, ვიდეო ფირები, ვიპოვეთ მხილველები და შევქმენით მეტად დიდი არქივი“.

როგორც ქალბატონმა გრიგორიანმა აღნიშნა აზერბაიჯანის სისხლიანი პოლიტიკა გაგრძელდა ბაქოს ჟლეტის მომდევნო წლეებშიც და აზერბაიჯანის მთავრობის აღიარების გარეშე ლაპარაკიც კი  ზედმეტია შერიგებისა და ხალხთა მშვიდობის შესახებ.