Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი არის ჩინეთის ტრადიციული პარტნიორი. ჩსრ პრემიერ მინისტრი ულოცავს ნიკოლ ფაშინიანს
2019-01-17 12:26:57

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრმა ლი კეიანმა მილოცვის წერილი გაუგზავნა ნიკოლ ფაშინანს პრემიერ-მინისტრად დანიშვნთან დაკავშირებით.

სრ მთავრობიდნ იტყობინებიან, რომ მიმართვაში კერძოდ, ნათქვამია: "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და პირადად ჩემი სახელით გილოცავ თქვენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.

ჩინეთისთვის სომხეთი არის  ტრადიციული პარტნიორი. ბოლო წლებში, სომხურ-ჩინურ ურთიერთობებში, შენარჩუნებულია ჯანსაღი და მდგრადი განვითარების დინამიკა, გამუდმებით ძლიერდება  პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულება, საგრძნობი შედეგები იქნა მიღებული ინიციატივის "ერთი სარტყელი ერთი გზა" ერთობლივი განხორციელების საქმეში. მზად ვარ თქვენთან მჭიდრო კონტაქტებისთვის, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის და  პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებისათვის ყველა სფეროში ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.