სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით ნიკოლ ფაშინიანს მილოცვის მიმართვა გაუგზავნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ.
სრ მთავრობის უწყებით, სინძო აბემ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი იაპონიის საიმედო პარტნიორია, რომელიც იზიარებს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ორი ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
"დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისა და განვითარებისათვის დიდი პოტენციალი აქვს. ვიმედოვნებ, რომ კავშირი იაპონიასა და სომხეთის რესპუბლიკას, ასევე ჩვენს ხალხებს შორის კვლავ გაძლიერდება და განმტკიცდება", - ნათქვამია იაპონიის პრემიერ-მინისტრის მიმართვაში.