Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შედგა ნიკოლ ფაშინიანიასა და მამუკა ბახტაძის არაფორმალური შეხვედრა
2019-01-15 21:14:15

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან  დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შემდგომი ორმხრივი  აქტიური თანამშრომლობა  ხელს შეუწყობს ორ მეზობელ  ქვეყნებს  შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას.

როგორც  გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან  კავშირის სამმართველოდან, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა მოახსენა კეთილი სურვილებისათვის და ხაზი  გაუსვა სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას ყველა სფეროში.

არაფორმალური შეხვედრისას საუბრის მონაწილეებმა აზრი გაცვალეს ორმხრივ საინტერესო რამდენიმე საკითხის  გარშემო.

ნიკოლ  ფაშინიანი  და მამუკა  ბახტაძე მოკლე ვადით ეწვივნენ სომხებით დასახლებულ სოფელ ხაჩკოვის მცხოვრებლებს.