Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პუტინმა ნიკოლ ფაშინიანს მიულოცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით
2019-01-14 21:39:28

ნიკოლ  ფაშინიანმა  სომხეთის პრემიერ-მინისტრის  თანამდებობაზე დანიშვნასთან  დაკავშირებით მიიღო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისალოცი დეპეშა.  დეპეშაში ვლადიმირ პუტინი  ხაზს უსვამს, რომ  რფ-სა და სომხეთს  შორის დიალოგი ხელს  შეუწყობს  ურთიერთთანამშრომლობის  განმტკიცებას. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს კრემლის  პრეს-სამსახური.

დეპეშაში  ნათქვამია, რომ რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობანი  დაფუძნებულია მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის  ტრადიციებზე, ქვეყნებმა სხვადასხვა სფეროებში  თანამშრომლობის დიდი გამოცდილება დააგროვეს.

 „იმედი  ამქვს, ჩვენი დიალოგი და ერთობლივი  სტრუქტურული მუშაობა ხელს შეუწყობს  რუსეთ-სომხეთის მოკავშირული ურთიერთობების შემდგომ  გაღრმავებას, ისევე როგორც ევრაზიულ ტერიტორიებზე ინტეგრაციული პროცესების წინსვლას, რაც ამავე დროს გამომდინარეობს ჩვენი მოძმე ერების ინტერესებიდანაც“,-აღნიშნა რფ პრეზიდენტმა მისალოც დეპეშაში.