Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთში ჩამოყალიბებული დემოკრატია უნდა გაძლიერდეს ინსტიტუციური გარანტიებით. ნიკოლ ფაშინიანი
2019-01-14 20:59:43

სომხეთში ჩამოყალიბებული დემოკრატია უნდა განმტკიცდეს ინსტიტუციონალური  გარანტიებით, რათა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა  გარანტირებული იყოს არა თუ პოლიტიკური ვითარებით, არამედ დემოკრატიული, სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებით. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან შეხვედრისას.   როგორც მან აღნიშნა ეკონომიკურ რეალობაშიც  მოხდა მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

"ფაქტობრივად, სომხეთში მონოპოლიური ეკონომიკური სისტემა აღარ არსებობს პოლიტიკური ნებისა და რეალობის დონეზე, მაგრამ აქაც ჩვენ  გვჭირდება ინსტიტუციური გარანტიები.  მე მინდა ავღნიშნო, ის რომ ის ცვლილებები, რომლებსაც  ჩვენ მოველით არ  შეიძლება მოხდეს მოქალაქეთა ისეთი მონაწილეობის გარეშე, როგორ მონაწილეობასაც ისინი ღებულობდნენ აქამდე არსებულ პოლიტიკურ  ცვლილებებშიც.  სომხეთში პოლიტიკური, არაძალადობრივი ბარხატის რევოლუცია მოხდა მილიონობით სომეხი მოქალაქისა და დიასპორის სომხების მონაწილეობით, რითაც  მათ დაეკისრათ პასუხიმგებლობის თავიანთი წილი. მე ეკონომიკური  რევოლუციაც   იგივე ფორმატით წარმომიდგენია, რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ მთავრობამაც  უნდა იკისროს ვალდებულებანი ხალხის მიმართ და ეს ვალდებულებანი შეასრულოს. აქ მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობის საკითხს. ფაქტიურად  ჩვენ საქმე  გვაქვს ახალ სიტუაციასთან და  მეტად დიდ იმედებს ვამყარებ  პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობისა და ეროვნული კრების თანამშრომლობაზე“,-აღნიშნა ფაშინიანმა.