9 იანვარს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა დავთ ტონოიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკაში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოკტორი ჯასიმ მუჰამმად ალ კასიმი.
როგორც იუწყებიან სრ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირის სამმართველოდან, შეხვედრისას განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებული საკითხები.
ჯასიმ მუჰამმად ალ კასიმმა დავით ტონოიანს გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცეპრეზიდენტის, დუბაის გამგებელის, თავდაცვის მინისტრის შეიხ მუჰამმად ბინ რაშიდ ალ მათქუმის მოსაწვევი საერთაშორისო ფორუმ-გამოფენა „აიდექს-2019“-ში მონაწილეობის მიღებასტან დაკავშირებით.
დავით ტონოიანმა მიიღო მიწვევა და აღნიშნა, რომ გარდა სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცის მონაწილეობისა გამოფენაზე თავიანთ ნაწარმს წარმოადგენენ სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო-სამრეწველო საწარმოები, ხოლო სრ თს საპატიო ყარაული და სამხედრო ორკესტრი მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ცერემონიაში.