“სიმწვანის ზღვაში ჩაფლული სილამაზე, რომელიც ზეციდან ჩამოფრენილს გავს“, Wallpaper-ი აღწერს ლორის “სმართ“ ცენტრს.
2019-01-09 10:47:41
ვებგვერდი Wallpaper.com-ი საინტერესოდ აღწერს სომხეთში, ლორის რეგიონის სოფელ დებეტში მდებარე საგანმანათლებლო ცენტრ "სმართს", რომელიც აშენდა ფონდ "სომხეთის ბავშვების" წყალობით.
ცენტრის არქიტექტორი ლიბანელი სომეხი პავლე გალუსტიანია. სტატიის ავტორი რუბენ სინხ ბართელეტი აღნიშნავს, რომ ცენტრი "სმართ"-ი ფონდის 20 ინიციატივადან პირველია, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის სოფლებში განახორციელოს 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამები. აქ ბავშვები უფასოდ ეუფლებიან რობოტმშენებლობას, ინჟინერობას, ვიზუალურ ხელოვნებას, სიმღერასა და ცეკვას.