საერთაშორისო ჰუმანიტარული პრემია „ავრორას“ ლაურეატმა თომ ქათინამ მისი ქორწინება სომხეთში დაარეგისტრირა.
ტვიტერის თავის გვერდზე თომ ქათინამ გამოაქვეყნა ფოტო და ასეთი ჩანაწერი: „მეტად სასიხარულო ფაქტია, რომ ჩემი და ნასიმას ქორწინება ოფიციალურად ერევანში დავარეგისტრირეთ. მადლობა ყველა იმათგანს, ვინც ამ დღეებში ჩვენს გვერდით იდგა“.
ამერიკელი ექიმი თომ ქათინა გაემგზავრა სუდანში საქველმოქმედო მისიით. მის ანგარიშზე ათასობით გადარჩენილი სიცოცხლეა. ის ერთადერთი ექიმი იყო ომისაგან განადგურებულ ნუბას მთებში, სადაც ჰუმანიტარული დახმარებაც კი არ აღწევდა.
იმ თავდადებული საქმიანობისათვის, რომელსაც ის ეწეოდა მისი სიცოცხლის უდიდეს მონაკვეთში, თომ ქათინამ დაიმსახურა საყოველთაო ყურადღება და გახდა საერთაშორისო პრემია „ავრორას“ ლაურეატი.
იმ თანხით, რომელიც პრემიის ფარგლებში მას გადაეცა, შესძლო დახმარებოდა 3 ორგანიზაციას, რომლებიც ახორციელებენ ჰუმანიტარულ პროგრამებს.