საქართველოს მთავრობამ 1 ოქტომბრამდე გადადო გადაწყვეტილება სატვირთო ავტომანქანებით საქონლის იმპორტის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ Tert.am–ს განუცხადა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ არმენ ფამბუხჩიანმა.
"მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა, ქართულმა მხარემ მხოლოდ მეგობრული ნაბიჯი გადადგა, რათა ჩვენმა გადამზიდავმა კომპანიებმა მოაგვარონ ლოგისტიკური პრობლემები",–განაცხადა ფამბუხჩიანმა.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მოლაპარაკებები და არსებითად, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია სატვირთო ავტომანქანებით მარცვლეულის ტრანსპორტირება, შესაძლებელია მხოლოდ რკინიგზით. ასევე ცნობილია, რომ დსს "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა"–მ და სს "საქართველოს რკინიგზა"–მ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 1 სექტემბრიდან ფოთის პორტიდან სომხეთში მარცვლეულის სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფი 52%–ით დაიწევს.