Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთი გაწევრიანდება გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში და ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაში
2019-01-08 15:12:36

სომხეთის წარმომადგენლობა გაეროში აქტიურად მონაწილეობს გაეროს ორგანოებსა და პლატფორმებში, რათა წარმოადგინონ სომხეთის პოზიციები და პრიორიტეტები სხვადასხვა თემატურ სფეროებში. ამის შესახებ  განაცხადა Panorama.am-ის  კორესპოდენტთან საუბრისას გაერო-ში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა მჰერ მარგარიანმა.

გაერო-ს ფარგლებში სომხეთში გასული წლის დასამახსოვრებელი მოვლენებიდან მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის მაღალი დონის ნაწილში,  შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, დაესწრო  ნელსონ მანდელასადმი მიძღვნილ სამშვიდობო სამიტის გახსნას და გაეროს  განვითარების პროგრამის მიერ  ორგანიზებულ ღონისძიებას თემაზე „Leaving No One Behind in an Age of Technological Revolution“, სადაც გამოვიდა როგორც მთავარი მომხსენებელი.

 „წელს ვიწყებთ გაწევრიანებას გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში.
2019 წლიდან, 4 წლის ვადით გავერთიანდებით გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაში,  სადაც  დღის წესრიგში დგას ქალთა უფლებები, თანასწორობა და ქალთა ხელშეწყობა. ეს ერთადერთი სამთავრობათაშორისო ორგანოა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებას უწყობს ხელს.
წლის პირველ ნახევარში სომხეთი კოორდინირებას გაუწევს გაეროს გენერალური ასაბლეის ფარგლებში წარმოდგენილ გაერო-სა და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNFPA) თანამშრომლობის შესახებ რეზოლუციის პროექტს  და განხილვებს მის ირგვლივ“, -აღნიშნა მჰერ მარგარიანმა.