გასულ წელს საქართველოს ეწვია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რეკორდული რიცხვი - 8 700 000 ადამიანი.
ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს news.am და იმოწმებს ქვეყნის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, ეს 14,9 %-ით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებლებს
2017 წელში საქართველოს ეწვია 7.5 მლნ კაცი. რაოდენობის მიხედვით პირველ სამეულში აღმოჩნდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
წინასწარი მონაცემებით, 2018 წლისთვის საქართველოში ტურიზმიდან მიღებულმა მოგებამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ განაცხადეს "ტურისტული წლის" შედეგების პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბასტაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. დაგეგმილია კურორტ „გოდერძი“ -საკენ მიმავალი გზის რეკონსტრუქცია (როგორც ბათუმის, ასევე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის რაიონის მხრიდანაც), გუდაურში დაგეგმილია ახალი ავტოსადგომისა და საბაგირო გზის მშენებლობა.