Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ინტეგრირების გაღრმავებით: ნიკოლ ფაშინიანი
2018-12-28 11:10:37

სომხეთსა და რუსეთს შორის  ურთიერთობები  ფართოვდებიან. ეს ურთიერთობანი  არა მარტო პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათაა, არამედ მოიცავენ კულტურულ სფეროსაც და საერთოდ  ჩვეულებრივ  ადამიანურ ურთიერთობებსაც. ამის შესახებ განაცხადა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა.

"ამ ბოლო დროს სომხეთში ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. მოხარული  ვარ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კანონის შესაბამისად, ეს იყო თავისუფალი არჩევნები. ეს აღირიცხა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, მათ შორის რუსი დამკვირვებლების  მიერაც.  ვაპირებთ ჩვენი  ურთიერთობების განვითარებას ყველა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახლად არჩეული პარლამენტი ასევე განავითარებს ჩვენს პარლამენტურ ურთიერთობებსაც. ასევე პოზიტიურად ვართ განწყობილი მომავალი ეკონომიკური ურთიერთობების  საკითხშიც.   დაინტერესებული ვართ  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ინტეგრაციის შემდგომი გაფართოებით და ძალიან სერიოზულად ვეკიდებით  ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში  ჩვენს თავმჯდომარეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის განმავლობაში  მივაღწევთ ინტეგრაციის მაღალ დონეს   ამ ორგანიზაციის ფარგლებში", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.