გარეგინ ბაღრამიანმა და შეინ როზენთალმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით პროგრამების განხორციელების პროცესი
2018-12-27 11:46:11
სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გარეგინ ბაღრამიანმა მიიღო აზიის განვითარების ბანკის სომხეთის ოფისის დირექტორი შეინ როზენთალი.
სომხეთის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უწყებით, განხილულ იქნა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, კერძოდ, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის რეკონსტრუქციის სასესხო პროგრამით განხორციელებული სამუშაოები, თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მხარეები შეხნენ აზიის განვითარების ბანკის მიერ ტექნიკური და ფინანსური ანალიზის მხარდაჭერას, რომელიც განხორციელდება მხოლოდ ბანკის საგრანტო თანხების ხარჯზე. აღინიშნა, რომ კონსულტაცია გაზრდის კომპანია „მაღალი ძაბვის ელექტრო ქსელების„ მართვის ეფექტურობას.