Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის
2018-12-27 11:13:07

თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. სომხურ მხარეს ხელმძღვანელობდა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი, ქართულ მხარეს- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

რ საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესების მქონე მთელი რიგი საკითხები, კერძოდ, რეგიონალური უსაფრთხოების, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ჰუმანიტარულ სფეროში, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

მხარეებმა ისაუბრეს 2018 წელს მაღალი დონის საპასუხო ვიზიტებზე, რამაც ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და გაძლიერებას.

განხილულ იქნა ასევე  2019 წლის დასაწყისში, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომის ჩატარების საკითხი,ც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებს ახალ სტიმულს მისცემს.