სხვისი ავტომანქანით საქართველოში შესვლისას აუცილებელია ავტომანქანის მესაკუთრის მიერ გაცემული მინდობილობა
2018-12-27 10:36:30
სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ მგზავრობას საქართველოში მათი ავტომობილებით, უნდა ჰქონდეთ ავტომობილის მფლობელის მიერ მინიჭებული მართვის უფლებამოსილება. „Sputnik არმენიასთან“ საუბრისას ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა.
"სავალდებულოა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე). ეს დოკუმენტი საზღვარზე უნდა იქნას წარმოდგენილი", - თქვეს დეპარტამენტში.
მინდობილობის გარეშე სხვისი ავტომანქანის მართვა საქართველოში არის კანონის დარღვევა.
ეს აკრძალვა ეხება არა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს, არამედ ყველა უცხოელსაც.