Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთში პირველად ჩატარდება ტუროპერატორების საერთაშორისო კონფერენცია
2018-12-27 10:14:06

2019 წელს პირველად სომხეთში გაიმართება ტუროპერატორთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ინვენსტიციების სამინისტროს  ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ  ჰრიფსიმე გრიგორიანმა. მისი სიტყვებით,  კონფერენცია შესაძლებლობას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტუროპერატორებს  დაუკავშირდნენ კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ერთად დაამუშაონ სომხეთთან დაკავშირებული ტურპაკეტები და სხვა.  

 „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ  ფაშინიანმა  ლიბანში ჩატარებული  ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, მიაღწია შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. კონფერენცია ტარდება ლიბანის ტურიზმის მინისტრთან, ავეტის კიტანიანთან  შეთანხმებით", - ხაზი გაუსვა  მან.

როგორც გრიგორიანმა აღნიშნა წლის დასაწყისში სომხეთს ეწვევა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის  გენერალური მდივანი.