ავტომაგისტრალი ალავერდი - საქართველოს საზღვარი 27 დეკემბერს რამდენიმე საათით გადაიკეტება
2018-12-26 17:13:01
26 დეკემბერს 13:00 საათზე შპს „ა.ა.ბ. პროექტის“ პროგრამის ხელძღვანელისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ა-6 ავტომაგისტრალზე ალავერდი-საქართველოს საზღვარი მოსალოდნელია ქვის ცვენის საშიშროება.
როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროდან, სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით ამა წლის 27 დეკემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე წარიმართება ასაფეთქებელი სამუშაოები, რის შედეგადაც აღნიშნული ავტომაგისტრალი გარკვეული დროით გადაკეტილი იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.