ფონდმა "სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი" განაცხადა, რომ 2019 წელს იწყებს ადვოკატ რაფაელ ლემკინის სახელობის სამეცნიერო სტიპენდიების პროგრამას. რაფაელ ლემკინის სახელობის სტიპენდიის გაცემა მიზნად ისახავს გააფართოოს კვლევები სომეხთა გენოციდის შესახებ, ხელი შეუწყოს ამ თემის ყოვლისმომცველ კვლევას და ჩართოს ახალგაზრდა მეცნიერები.
პროგრამა საშუალებას მისცემს 40 წლამდე ერთ უცხოელ ასპირანტს ან ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც სპეციალიზაციას იღებს გენოციდის სფეროში და მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, ერთი თვე გაატაროს სომხეთში, სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტის არქივში, ასევე სრ სხვა კვლევით დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებში კვლევების ჩასატარებლად.
სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტი დაფარავს ორმხრივი მგზავრობის, საცხოვრებელ და ყოველდღიურ ხარჯებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.
გამარჯვებული განმცხადებელი გამოვლინდება 2019 წლის 1 მარტს.