2018 წლის იანვარ-სექტემბერში სომხეთის რესპუბლიკის გადამკვეთი პუნქტებით ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა 8.8% -ით გაიზარდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰრიფსიმე გრიგორიანმა.
"თუ 2017 წელს სომხეთს ეწვია 1 მილიონ 172 ათას 402 ვიზიტორი, 2018 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა 1 მილიონ 275 ათასი 209. 525 ათასი 423 ტურისტი ეწვია სომხეთს რუსეთის ფედერაციიდან ", - განაცხადა მან.
ჰრიფსიმე გრიგორიანის განცხადებით, მეორე ადგილზე საქართველო დგას, საიდანაც სომეხთში 233,125 ვიზიტორი ჩამოვიდა. მესამე ადგილზეა ირანი 132 ათას 839 ვიზიტორით, მეოთხეზე -აშშ 46 ათას 138 ვიზიტორით, ხოლო მეხუთეზე - უკრაინა 24 ათასი 308 ვიზიტორით.
"2018 წლის იანვარ-სექტემბერში მკვეთრად გაიზარდა ვიზიტორების რიცხვი ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან, შესაბამისად მათმა რიცხვმა შეადგინა 131, 107 და 83 პროცენტი", - დასძინა მან.