Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენი ამოცანაა საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არსის შესახებ: ნიკოლ ფაშინიანი
2018-12-26 10:12:46

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს საგარეო პოლიტიკის სფეროში უდიდეს ამოცანად მიაჩნია საერთაშორისო საზოგადოებისათვის მთიანი ყარაბაღის საკითხის არსის  შესახებ  სწორი ინფორმაციის მიწოდება.  ამის შესახებ ილაპარაკა მან საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი წლისა და ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილ მიღებაზე.
„მიმაჩნია, რომ  პირველ ეტაპზე  უდიდეს ამოცანად უნდა მივიჩნიოთ შემდეგი საკითხი:  ავამაღლოთ საერთაშორისო საზოგადოების  ცნობიერება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის არსთან დაკავშირებით, რადგანაც სამწუხაროდ, ყველგან  და ყოველთვის არ არის, რომ ადამიანები მსგავს თემაზე ინფორმირებულნი  არიან.  ეს ის ამოცანაა, რომელსაც ჩვენთვის ეროვნული უსაფრთხოების დონემდე აყვანილი მნიშვნელობა აქვს.  ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მთიანი ყარაბაღის საკითხი ესმის სწორედ ისე, როგორიც ის არის სინამდვილეში. სამწუხაროდ  ჩვენ დღეისათვის ყველგან ამის მიღწევა ვერ შევძელით. ამიტომაც ამ მიმართებით გვმართებს სერიოზული მუშაობა. შემდეგი საკითხია სომხეთის ახალი იმიჯის გამოყენება ჩვენს ქვეყანაში ინვენსტიციების წასახალისებლად. ამ საკითხის გადაჭრის მიმართულებით მეტად დიდი და მნიშვნელოვანი  პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს“, -აღნიშნა ფაშინიანმა.