Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საინიციატივო პოლიტიკას: ალბერტ ბაბაიანი
2018-12-25 14:53:49

ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში სომხეთის რესპუბლიკამ აიღო აქტიური და საინიციატივო პოლიტიკური გეზი. ასეთი განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ალბერტ ბაბაიანმა „არმენპრესის“ კორესპოდენტთან საუბრისას.

მისი სიტყვებით,  სომხეთის რესპუბლიკამ   2018 წელში  საკმაოდ იაქტიურა ორგანიზაციის ფარგლებში. ამის შესახებ მოწმობენ წლის განმავლობაში სომხეთის მაჩვენებლები და წამოჭრილ საკითხთა ფართო სპექტრი.

 „2018 წელს, სომხეთის რესპუბლიკის მთლიანი ექსპორტი  სხვა  ქვეყნებში იანვარ-ოქტომბრის გაიზარდა 11.7% -ით, ხოლო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში    22.6% -ით.  ეს წელი იმითაც იყო ნიშანდობლივი, რომ მთავრობის მოწონება დაიმსახურა თავისუფალი ვაჭრობის ორმა შეთანხმებამ, რომლებიც  ამჟამად გადაგზავნილია ეროვნულ კრებაზე დასამტკიცებლად.  ესენია:  ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის დროებითი ხელშეკრულება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გაფორმებული სავაჭრო-ეკონომიკრი ხელშეკრულება.  ირანთან დროებითი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ  სომხეთის რესპუბლიკასა და ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ქვეყნებიდან თითქმის 360 დასახელების საქონელი ექსპორტირებული უნდა იქნას ირანის ისლამურ რესპუბლიკაში შემცირებული ან გაყინული  ბაჟით.  ირანიდან  ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში საქონლის  დასახელებათა რიცხვი ადგენს 502-ს“, -აღნიშნა ბაბაიანმა.

როგორც მან თქვა, ამჟამად საწყის  ეტაპზეა  თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება სერბიასთან, სინგაპურთან და ეგვიპტესთან.  მათგან პირველი ორი გადაიჭრება 2019 წლის განმავლობაში, ხოლო ეგვიპტესთან მოლაპარაკებები დაიწყება მომავალი წლის იანვრიდან.