ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტიგრან ხაჩატრიანი შეხვდა სომხეთის საოქრომჭედლო და ბრილიანტის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს, სადაც საუბარი შეეხო ამ სფეროს საჭირბოროტო საკითხებს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გვაცნობეს, განხილული იქნა ოქროს მადნის რენტაბელური მოპოვების და დღგ-ს, ისევე როგორც რფ-დან ალმასის ნედლეულის შემოტანის საქმეში სახელმწიფო ხელშეწყობის, მექანიზმების ერთობლივი დამუშავებისა და რფ-თან ტოლინგის განხორციელების შესაძლებლობებთან დაკავშირებული საკითხები.
სექტორის წარმომადგენლები შეხვედრისას შეეხნენ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის საკითხში სახელმწიფო დახმარების საჭიროების თემას. აღნიშნეს, რომ ასეთი გამოფენები ხელს შეუწობენ ნაწარმის პოპულარიზაციას და საერთო ჯამში სფეროს ეფექტურობის გაზრდას.