Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ბიზნესის წარმომადგენლებისათვის მიღება მოაწყო
2018-12-25 11:04:22

ახალ წელსა და შობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა  სომხეთის ბიზნესის  წარმომადგენლებისათვის მოაწყო მიღება.  

ნიკოლ ფაშინიანმა მიულოცა მოწვეულებს ახალ წელთან დაკავშირებით და უსურვა წარმატებები. მისალოც სიტყვაში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შეეხო 2018  ეკონომიკური წლის შედეგებსა და ახალი 2019 წლის გეგმებს.
როგორც იუწყებიან სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახურიდან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2019 წლისათვის შეიქმნა განსაკუთრებული შესაძლებლობანი მთავრობისა  და ბიზნესის წარმომადგენლების ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლისა  და ამ ურთიერთობის ახალი ელფერის მინიჭების თვალსაზრისით.
"შემიძლია განვაცხადო, რომ სომხეთის  მთავრობის ზედა ფენაში  არსებულ პიროვნებებს არ აქვთ და არც ექნებათ   ჯგუფური ან პირადი ეკონომიკური ინტერესები, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა საერთოდ ეკონომიკისა და მასში ჩართული კომპანიების  წარმატებანი. ამ სფეროში ჩვენ დაინტერესებული ვართ ყველა  კომპანიის წარმატებით,  გამონაკლისის გარეშე", - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.