Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებში თითოეული შეთანხმება დაფუძნებული უნდა იყოს ურთიერთდათმობაზე: ზ. მნაცაკანიანი
2018-12-25 17:12:03

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურაბ მნაცაკანიანმა განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ  ვაშინგტონში, უპასუხა რა ჟურნალისტების შეკითხვას.

 „უკანასკნელი ხანის განვითარებებმა (დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის საზღვარზე-რედაქტ.) გავლენა მოახდინეს მოლაპარაკების მსვლელობაზე. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და არ ვუღალატოთ იმ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულნი იქნენ  გასულ თვეებში. ეს ჩვენი  დღევანდელი მოლაპარაკებების მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია“,-აღნიშნა მნაცაკანიანმა.

პრობლემის მოგვარების მიმართულებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა პოლიტიკური ნების გამოვლინებას. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება ჩვენთვის ცნობილი პრინციპებით, მაგრამ თითოეული შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს კომპრომისს სომხეთის, მთიანი ყარაბაღის და აზერბაიჯანის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.