Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
შუამდგომლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
2019-06-21 12:30:35

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გამოაქვეყნეს განცხადება ვაშინგტონში ა.წ. 20 ივნისს სრ საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნააკანიანისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრის შედეგებზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ განხილული იქნა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ძირითადი საკითხები.  საგარეო საქმეთა მინისტრებმა წარმოადგინეს თავიანთი პოზიციები და პერსპექტივები რეგიონის ბოლო ვიზიტის დროს თანათავმჯდომარეების მიერ წამოყენებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

თანათავმჯდომარეებმა მწუხარება გამოთქვეს ბოლოდროინდელ მსხვერპლთან დაკავშირებით და  მხარეებს მოუწოდეს გადაუდებელი ზომები მიიღონ მშვიდობისა და მოლაპარაკების ატმოსფეროს აღსადგენად.

შუამავლებმა მხარეებს მოუწოდეს კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება, მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და თავი შეიკავონ ნებისმიერი პროვოკაციული ქმედებისგან, მათ შორის, სნაიპერების გამოყენებისა და შეხების ხაზზე საერთაშორისო საზღვრების გასწვრივ საინჟინრო სამუშაოებისგან.

საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდნენ ერთმანეთს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით.