Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პოლიციამ აქცია დაშალა – დასრულდა თუ არა არეულობები?
2019-06-21 11:35:36

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა, არიან დაკავებულები.

ვითარება აქციაზე, რომელიც პარლამენტთან გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის განმავლობაში იძაბებოდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ზოგიერთი ადამიანი პოლიციის ფარითა და ხელკეტით იყო შეიარაღებული.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ესროლეს ქვები და ბოთლები. ორივე მხრიდან დაშავდნენ ადამიანები.

დაპირისპირებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დილამდე გრძელდებოდა.

06:00 საათის მდგომარეობით, მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ გაიყვანა მომიტინგეები რუსთაველის გამზირიდან, მაგრამ სპეცრაზმი პარლამენტის ტერიტორიაზე რჩება.

როგორც საქართველოს პრემიერის მრჩეველმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, დაშავდა აქციის 30 მონაწილე და 39 პოლიციელი. დაშავებულთა შორის არიან TV Pirveli–, Rustavi2–ისა და პირველი არხის ჟურნალისტები.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით ასი ადამიანია დაკავებული.

ოპოზიცია თავის მომხრეებს მოუწოდებს, რომ საპროტესტო აქცია პარასკევს, 19:00 საათზე განაახლონ.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.