Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჯანდაცვის სამინისტრო დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
2019-06-21 11:19:33

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა, იუწყება პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები მოითხოვენ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ითარება რამდენჯერმე სერიოზულად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა სცადეს კორდონის გარღვევა და პარლამენტში შეღწევა. მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. რამდენიმე ადამიანი ჭყლეტვაში შეუძლოდ გახდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის და ტელეკომპანიარუსთავი2“-ის ოპერატორები. მომიტინგეების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ბევრი მათგანი დაშლას არ აპირებს და მეტიც, ისინი პოლიციის კორდონის გარღვევისა და პარლამენტის შენობაში შევარდნის მცდელობებს აგრძელებენ. ბევრი ადამიანი პოლიციის ფარებით და ხელკეტით არის შეიარაღებული. პოლიციის მისამართით ისროლეს ბოთლები.

ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ამ დილით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია.

მმართველი პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსლიდერებმა პარლამენტში დილის მოვლენებსპროტოკოლის შეცდომაუწოდეს. როგორცქართული ოცნებისგენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისში ღონისძიების ორგანიზატორებს ქართული საზოგადოების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს. მისი თქმით, „დაუშვებელი და არასწორი იყო, საქართველოს პარლამენტში, მით უმეტეს, ამ ფორმით და მით უმეტეს, რუსი დელეგატის სპიკერობით ფორუმის ჩატარება“.