Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პარლამენტშია დგილი ჰქონდა ინცენდენტს, რომლის შემდეგაც სომხეთის დელეგაციამ დატოვა დარბაზი
2019-06-20 19:59:18

 „ჩვენმა დელეგაციამ დატოვა დარბაზი მთელი შემადგენლობით. სიტუაცია არც ისე ნორმალური იყო და იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ მოკავშირიეა, ხოლო მეორე მხრივ მოძმე ხალხი, ჩვენ ორ  ქვას შორის აღმოვჩნდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა დარბაზი“,- აღნიშნავს სრ დეპლეგაციის ხელმძღვანელი ეროვნული კრების ვიცე სპიკერი ალენ სიმონიანი.  ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს „ალიქ მედია“

საქართველოს პარლამენტში ინცენდენტი მოხდა, რადგანაც რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატი  სერგეი გავრილოვი ესწრებოდა  პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებელი ქვეყნების  საპარლამენტთაშორისო ასაბლეის 26-ე სხდომას  და მიჰყავდა ის.

სერგეი გავრილოვის გამოსვლისას საქართველოში უკრაინის ელჩმა  იგორ დულგოვმა პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარალმენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე.

შეკითხვაზე თუ რატომ მიატოვა მან დარბაზი, უპასუხა , რომ არ სურს მოუსმინოს რფ-ს წარმომადგენელს.  უკრაინის ელჩის სიტყვებით პარლამენტი დემოკრატიული ქვეყნებისათვის მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა.

რუსი დეპუტატები არც ისე გულითადად იქნენ მიღებული საქართველოში. „ალიქ მედიას“  გადმოცემით აქტივისტები საპროტესტო აქციით შეხვდნენ მათ.

შემთხვევასთან დაკავშირებით მისი ფეისბუქის გვერდზე  ჩანაწერი გააკეთა და ვიდეო განათავსა ალენ სიმონიანმაც.

 „ ჩვენ  კარგად ვართ, სომხეთზე კარგი ადგილი არ არსებობს“,- წერს ის.