Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“აქ არ დაჯდება!“ - ელენე ხოშტარიამ გავრილოვს დღის წესრიგის განრიგი დაუხია და გადაყარა
2019-06-20 14:00:08

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, ამის შესახებ აუწყებს რეზონანსი.

„ევროპული საქართველოს“ წევრები, მათ შორის ელენე ხოშტარია ტრიბუნაზე ავიდა და განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვს არ მისცემენ უფლებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდეს.

მან რუს დეპუტატს სავარაუდოდ დღის წესრიგის განრიგი დაუხია და გადაყარა.

სესიას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვება, რომელსაც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან საპროტესტო აქციით შეხვდნენ.

საკუთარი მიმართვა რუსმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო. მან პერსონალური მადლობა გადაუხადა ზაქარია ქუცნაშვილს გულთბილი მასპინძლობისთვის.