Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქოჩარიანის 26 წლის ვაჟის საბანკო ანგარიშებზე ორი წლის განმავლობაში 18 მლნ დოლარი დაირიცხა: სრ გენერალური პროკურორი
2019-06-20 13:10:09

სრ სააპელაციო სასამართლოში  სრ მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და სხვათა საქმით სააპელაციო საჩივარის განხილვის სხდომაზე გაასაჩივრა რა რობერტ ქოჩარიანის აღკვეთის ღობისძიების წინასწარი პატიმრობით შეცვლის საკითხი, გენერალურმა პროკურორმა ართურ  დავთიანმა  აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება ექვემდებარება გაუქმებას და შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა სრ კანონმდებლობით გათვალიწინებული წინასწარი პატიმრობა.
„საოცარია, რომ რობერტ ქოჩარიანის საქმის განხილვისას  პირველი ინსტანციის მოსამართლე დავით გრიგორიანმა არ გაითვალისწინა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ,  ბრალდებული  მთელი სიცოცხლე სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა,ხოლო  2007 წლიდან, ორი წლის განმავლობაში მისი 26 წლის ვაჟის საბანკო ანგარიშზე“, - აღნიშნა   გენერალურმა პროკურორმა.  
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს ქალაქ ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლემ დავით გრიგორიანმა გადაწყვეტილება გამოიტანა  რობერტ ქოჩარიანისადმი აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობა შეცვალოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტების პირადი გარანტიების საფუძველზე.  შემდეგ მოსამართლე გრიგორიანმა შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე და ის განსახილველად გადააგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში.  სრ გენერალურმა პროკურატურამ 23 მაისს გაასაჩივრა სრ მეორე პრეზიდენტის რობერტ  ქოჩარიანისა და  სხვათა საქმით ქალაქ ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლის დავით გრიგორიანის მიერ გამოტანილი ორი გადაწყვეტილება.