Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
არჩილ თალაკვაძე - რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ
2019-06-20 13:00:04

რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, აუწყებს პირველი არხი .

„რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის! ეს კონფერენცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს.  სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმაგააპროტესტეს.