Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბინადრობის ნებართვის მიღება საქართველოში გართულდება
2019-06-20 12:30:46

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, უცხოელებს, რომელთაც საქართველოში დამკვიდრება სურთ, 5 ივლისიდან უსიამოვნოსიურპრიზი" ელითბინადრობის ნებართვის მიღება გართულდება.

ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელს საქართველოში ყოფნისა და სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას აძლევს, განურჩევლად ვიზის მოქმედების ვადისა.

ტურიზმის პარალელურად საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მიგრანტების რაოდენობა. ბოლო 5 წელიწადში ქვეყანაში 457,3 ათასი იმიგრანტი შემოვიდა. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ 3,7 მილიონი ადამიანია.

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ კანონმდებლობის გამკაცრების შედეგად საქართველოში დასახლების მსურველი უცხოელების ნაკადი შემცირდება.

რაოდენობა, უეჭველია, შემცირდება. რადგან იზრდება განაკვეთები, ანუ ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველთა ფინანსური მდგომარეობის მიმართ მოთხოვნები და .., შესაბამისად, იმათგან, ვისაც საქართველოში გადმოსახლება სურდა, დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", – აღნიშნა მამრაძემ.

რა იცვლება

სულ საქართველოში ათი სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.

5 ივლისიდან ცვლილებები შეეხება შრომით, საინვესტიციო და მოკლევადიან ბინადრობის ნებართვებს, ასევე გაჩნდება ახალიუვადო ბინადრობის ნებართვა.

პირველ რიგში, შეიცვლება შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის პირობები. მოქმედი კანონმდებლობით, მისი მიღება შეუძლია ნებისმიერ უცხოელს, მათ შორის თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელს, და ეს დოკუმენტი იძლევა სამეწარმეო და შრომითი საქმიანობის უფლებას.

5 ივლისიდან ამ სახის ბინადრობის ნებართვას მიიღებენ უცხოელები, რომლებიც წარმოადგენენ შრომითი და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ასევე ცნობას, რომელიც ამტკიცებს, რომ მათ მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, ხოლო მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს წლიური ბრუნვა – 50 000 ლარზე ნაკლები. საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა უნდა იყოს არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.

შრომითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა კვლავ 6 წელი იქნება.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა დღეს გაიცემა უცხოელებზე, რომლებმაც საქართველოში არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიცია დააბანდეს, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. 5 ივლისიდან 300 ათასი ლარის გარდა, საჭირო იქნება საქართველოში საინვესტიციო თანხაზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების ფლობა. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა 3 წლის ნაცვლად 5 წლის ვადით გაიცემა.

5 ივლისიდან შემოდის ახალიუვადო ბინადრობის ნებართვა, რომელიც საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებას იძლევა. ამ დოკუმენტის მისაღებად უცხოელმა უნდა წარმოადგინოს ცნობა, რომ საქართველოში მისი სამეწარმეო საქმიანობის წლიური ბრუნვა პირველ წელს არ არის ლარებში 50 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები, მეორე წელს – 100 ათასი დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები და მომდევნო სამი წლის განმავლობაშიწელიწადში 120 ათასი დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხო მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას. თუ ადრე შესაძლებელი იყო მისი მიღება 35 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე, 5 ივლისიდან ქონების მინიმალური ღირებულება 100 ათას დოლარამდე გაიზრდება. ამ ტიპის ბინადრობის ნებართვა ერთი წლით გაიცემა.