Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საშიში რეალობა: სამ თვეში საქართველოში ავარიის შედეგად 116 ადამიანი დაიღუპა
2019-06-20 12:22:34

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, 2019 წლის სამ თვეში საქართველოს გზებზე 1,3 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც 116 ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ამავე მონაცემების თანახმად, ავარიის შედეგად სამ თვეში დაშავდა 1779 ადამიანი.

დაღუპულებს შორის ერთი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვია, ხოლო დაშავებულთა შორის 26 შვიდ წლამდე ასაკის ბავშვი.

ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა - 642 შემთხვევა - თბილისში ფიქსირდება. საქართველოს დედაქალაქში სამ თვეში 26 ადამიანი დაიღუპა და 806 დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევების ოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმია და ქვემო სვანეთია, სადაც 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 200 დაშავდა. შემდეგ მოდის კახეთი, სადაც ამ პერიოდში დაიღუპა 13 და დაშავდა 97 ადამიანი.

ასევე დიდია ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი აჭარაში, სადაც 126 ავტოსაგზაო შემთხვევას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 161 დაშავდა.

იანვრიდან მარტამდე ქვეით მოსიარულესთან შეჯახების 352 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთა შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 405 დაშავდა.

დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ადამიანი, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

სამინისტრო ავარიების ხუთ ძირითად მიზეზს ასახელებს - ეს არის მანქანის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვა, სიჩქარის გადაჭარბება, მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.

მიმდინარე წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 9 671 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1302-ზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.