Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა აშშ სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის განხრით მოადგილის ვალდებულების შემსრულებელს
2019-06-20 10:24:16

ვაშინგტონში ჩატარებული შეხვედრის ფარგლებში  სრ საგარეო საქმეთა მინისტრი   ზოჰრაბ  მნაცაკანიანი  შეხვდა აშშ სახელმწიფო მდივნის  ევროპისა და ევრაზიის განხრით მოადგილის ვალდებულების შემსრულებელს ფილიპ რიქერს.

საუბრის მონაწილეებმა  განიხილეს  სომხეთ-ამერიკის პარტნიორობასთან დაკავშირებული საკითხების  ფართო წრე და ხაზი გაუსვეს, რომ ორივე მხარე მზად არის კიდევ უფრო გააფართოოს და განავითაროს პარტნიორობის დღის წესრიგი.

მნაცაკანიანმა  აღნიშნა, რომ სომხურ-ამერიკული სტრატეგიული დიალოგი, მათ შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტურიზმის და სხვა სფეროების ჩათვლით, ხელს უწყობს სომხეთში რეფორმების წარმატებით განხორციელებას.

შეხვედრისას  მხარეებმა აზრი გაცვალეს რამდენიმე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხზე.