Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბრიუსელში ჩატარდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროკავშირის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი პირველი მაღალი დონის კონფერენცია
2019-06-19 18:00:12

ბრიუსელში გაიმართა  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცი (BSEC) და ევროკავშირს  შორის თანამშრომლობისადმი მიძღვნილი პირველი მაღალი დონის კონფერენცია,  რომელიც ორგანიზებული იყო BSEC- ის საერთაშორისო მუდმივმოქმედი  სამდივნოს,  ევროკომისიის მხრიდან BSEC-ში ბულგარეთის და ევროკავშირ რუმინეთის თავმჯდომარეობის  მხარდაჭერით.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აშოტ ქოჩარიანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სომხეთი განაგრძობს აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, ხაზს უსვამს BSEC- ის ეკონომიკური კომპონენტის შემუშავების მიმართულებით სომხეთის მთავრობის ვალდებულებას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის რა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, სომხეთი ამავდროულად ეფექტურად ეწევა  მრავალსექტორულ თანამშრომლობას ევროკავშირთან ასევე ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე. აშოტ ქოჩარიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სომხეთის, როგორც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნის შეუზღუდავი ჩართვის საჭიროებას შავი ზღვის რეგიონში ეკოსისტემების შემუშავების პროექტებში.