Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვაშლიჯვარში ახლად აშენებული კორპუსის საყრდენი კედელი ჩამოინგრა
2019-06-19 14:48:32

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის N5-ში მდებარე 8 სართულიანი კორპუსის საყრდენი კედელი ჩამოიშალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო. საფრთხე ერთ ოჯახს ემუქრება, ამიტომ საბურთალოს გამგეობის გადაწყვეტილებით, ისინი დროებით საცხოვრებელში გადაჰყავთ.

მომხდარის შედეგად, ჩამოშლილია მიწა და ჩამსხვრეულია სახლის მინები. ადგილობრივები მიზეზად კორპუსში უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს და სანიაღვრე სისტემის არქონას ასახელებენ.

ადგილზე ამ წუთებში საბურთალოს გამგებელი და მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.

ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებსაც ელოდებიან და მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, უსაფრთხოა თუ არა რვასართულიან კორპუსში ცხოვრება.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მშენებელი კომპანიაამხანაგობა სარაჯიშვილი 5." არასათანადო სამუშაოების გამო რამდენჯერმე არის დაჯარიმებული.