Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
წაქცეული ხეები და დატბორილი სახლები: თავსხმა წვიმამ თბილისი აზარალა
2019-06-19 13:30:35

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისში გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის გამო მთელი ღამის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ასამდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, განუცხადესSputnik საქართველოს" უწყებაში.

შეტყობინებების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა.

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - 112-ში მთელი ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში განხორცილდა" - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ.

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა რამდენიმე შეტყობინება ხეების წაქცევის შესახებ. ზოგან დაფიქსირდა მიწის ჩამოშლა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდინარეობდა თბილისის მდინარეების: ვერე, დიღმის წყალი, გლდანის ხევი, ლეღვთა ხევი, კრწანისის ხევი, ორხევი, ვარაზის ხევი, ხევძმარის წყლის დონის მონიტორნიგი. ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.