Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კონგრესმენი სფრიის წინადადება, რომელიც უზრუნველყოფს სომხეთისთვის დამატებით $ 40 მილიონის დახმარებას.
2019-06-19 12:03:57

აშშ სომხეთის ეროვნული კომიტეტის დასავლეთის რაიონის კანცელარიამ თავის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე აცნობა, რომ დემოკრატიული პარტიის სომხური წარმოშობის მქონე წევრმა, სომხეთის საკითხებში კონგრესის კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯეკი სფირიმ, ძლიერი მხარდაჭერა მიიღო როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიების წევრების მხრიდან, სომხეთისთვის  გამოყოფილი ფინანსური დახმარების ოდენობის გაზრდის საკითხში მისი წინადადების თაობაზე.

268 ხმით, 152–ის წინააღმდეგ მიღებულ იქნა სფირის წინადადება, 2020 წლის საფინანსო წლის ბიუჯეტში სომხეთისთვის დამატებით $ 40 მილიონის გამოყოფის შესახებ. თანხა გამოყენებული იქნება სომხეთში დემოკრატიის განვითარებისთვის.

თავის გამოსვლაში კონგრესმენმა სფირმა აღნიშნა, რომ შემდგარი კენჭისყრა  სომხებისადმი მიმართული ძლიერი სტიმულია, რომ შეერთებული შტატები აღიარებს მათ მიერ დაფიქსირებულ დემოკრატიულ პროგრესს, მხარს უჭერს უფრო ანგარიშვალდებული მთავრობის შექმნისთვის სწრაფვას და გააგრძელებს მუშაობას მათთან მოქნილი, რეაგირების მქონე ინსტიტუტების შესაქმნელად.